განათლებარედაქტორის გვერდი

რომელ არჩევით საგნებს მიანიჭეს წელს უპირატესობა აბიტურიენტებმა?

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულებულია და უკვე ცნობილია ის, თუ რომელ არჩევით საგნებს მიანიჭეს წელს უპირატესობა აბიტურიენტებმა. აღსანიშნავია, რომ პოპულარული საგნების პირველი სამეული ისევ არ შეცვლილა:

„არჩევითი საგნებიდან გეოგრაფიის გამოცდა ყველაზე პოპულარულია, იგი 13 ათასზე მეტმა აპლიკანტმა აირჩია. ოდნავ ნაკლებმა – ისტორია და მას მათემატიკა მოჰყვება,“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ თითოეულ არჩევით საგანზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთარაოდენობას:

გეოგრაფია დარეგისტრირდა – 13500-ზე მეტი;

ისტორია დარეგისტრირდა – 12500-ზე მეტი;

მათემატიკა – დარეგისტრირდა – 8200-ზე მეტი;

ბიოლოგია – დარეგისტრირდა – 4700-მდე;

ლიტერატურა დარეგისტრირდა – 4500-მდე;

სამოქალაქო განათლებადარეგისტრირდა – 1900-ზე მეტი;

ქიმიადარეგისტრირდა – 1800-ზე მეტი;

ფიზიკადარეგისტრირდა – 800-ზე მეტი;

ხელოვნება დარეგისტრირდა – 300-მდე.

შეგახსენებთ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის.  შესაძლოა მათში ცვლილება შევიდეს, ვინაიდან აბიტურიენტებს საგანში საკუთარი არჩევანის შეცვლის საშუალება 20 მაისამდე აქვთ.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში არჩევითი საგნების მიხედვით გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, ყველაზე მეტი ადგილი, შარშანდლის მსგავსად, კვლავ ისტორიის ჩაბარების მსურველებისთვისაა გამოყოფილი, ყველაზე ცოტა კი – ხელოვნების.

თითოეული საგნის მონაცემი ადგილების რაოდენობით ასეთია:

გეოგრაფია – 8646 ადგილი;

ისტორია – 11264 ადგილი;

მათემატიკა -10168 ადგილი;

ბიოლოგია – 3680 ადგილი;

ლიტერატურა – 5017 ადგილი;

სამოქალაქო განათლება – 2331 ადგილი;

ქიმია – 2201 ადგილი;

ფიზიკა – 1999 ადგილი;

ხელოვნება – 545 ადგილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს სულ 41 ათას 200-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

სტუდენტობისათვის წელს 41 200 აბიტურიენტი იბრძოლებს – რამდენი მიიღებს სასწავლო გრანტს

გასულ წლებში გამოყენებული ტესტები

თაკო არის© მათეშვილი

EDU. ARIS. GE

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close