რედაქტორის გვერდისაზოგადოება

როგორ შეიძლება ჩემი კატეგორიის მსახიობი ასეთ ხელფასს იღებდეს?!

ნინო ბურდული, მსახიობი:

– იმის შიშით, რომ რაც აქვთ, ისიც არ დაკარგონ, ხმას არ იღებენ. მთელი ცხოვრება ამაზე ვყაყანებ. რომ იცოდეთ რა ხელფასს ვიღებ… მხოლოდ მსახიობებზე არ არის ლაპარაკი. კულტურას რომ აკლებენ ბიუჯეტს, სასაცილოა. ჯერ რა ბიუჯეტიც არის 2/3 ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის, კულტურის სამინისტროში მომსხდარი ჩინოვნიკების ხელფასებზე, მოგზაურობებზე, მოლაპარაკებებზე, ოღონდ რაზე მართავენ ამ მოლაპარაკებებს დღემდე არ ვიცი. ახალი პროექტებზე აღარ ყოფნით უკვე. მაშინ რაში გვჭირდება კულტურის სამინისტრო? – თუ დასი გაიფიცა, მხარს აუბამთ? – რა თქმა უნდა, მე ამ ხელფასზე საერთოდ როლიც არ უნდა მაკადრონ, მაგრამ… ამაზე როგორ ვილაპარაკო, როცა მასწავლებელსაც და ექიმსაც დაბალი ხელფასები აქვთ, მაგრამ როგორ შეიძლება ჩემი კატეგორიის მსახიობი ასეთ ხელფასს იღებდეს! ყბადაღებული ვჩხუბობდი, ყოველთვის, არაფერი იცვლება. სიბნელეში გვაცხოვრებენ. ბავშვებს აღარ უნდათ მსახიობობა პროფესიად იქციონ. აბა დააკვირდით ყველას სახელმწიფო მოხელე უნდა გამოვიდეს, რომ გაიზრდება. ასე შორს ვერ წავალთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close