სხვა

როგორ უნდა შეარჩიოთ საპატარძლო თაიგული

ძლიერი ოჯახი, ერთგული კავშირი, ბევრი შვილი... - რომელ ყვავილს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს

საქორწილო თაიგულის არჩევისას ბევრი აქცევს ყურადღებას, თუ რომელი ყვავილებისაგანაა შექმნილი, რადგან ყველას თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს.

.

პეონები დიდი ხანია, საქორწილო ცერემონიების ფავორიტებს შორისაა. ითვლება, რომ ქორწილში პეონები სიმბოლურად დიდ, ძლიერ და მეგობრულ ოჯახს განაპირობებს. შუა საუკუნეებშიც კი, ეს ყვავილები მრავალი შვილის ყოლის სიმბოლო იყო.

ორქიდეები ქალურ ხიბლს, ემოციურობას გამოხატავს. ით ვლება, რომ თუ ორქიდეებით საკურთხეველთან მიხვალთ, მეუღლისთვის ნამდვილ მუზად გადაიქცევით.

ბოლო დროს საქორწილო დეკორაციებში ბაღის ყვავილებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ერთ-ერთი მოთხოვნადი ყვავილი კი რანუნკულუსია. რანუნკულუსი სიმბოლურად გახსნილობას, გულწრფელობასა და პატიოსნებას გამოხატავს.

პატარა გვირილები, რომლებსაც ასევე მატრიკარიას უწოდებენ, ხანგრძლივ და ერთგულ კავშირს განაპირობებს.

ფრეზია ღრმა გრძნობასთან, სიყვარულთან ასოცირდება.

ანტურიუმი მარადიულ სილამაზესა და სიყვარულთან ასოცირდება.

მშობლები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close