საზოგადოება

როგორ მოხვდა ფსიქოტროპული მედიკამენტები ,,ავერსი”-ს აფთიაქებში?

euronews.ge -მ გაარკვია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები ფსიქოტროპულ აფთიაქებში თითქმის აღარ იყიდება. ასეთი აფთიაქების უმეტესობა, ამ დღეებში, გაურკვეველი დროით დაკეტეს. სამაგიეროდ, ,,ავერსი”-ს აფთიაქებში გახდა შესაძლებელი დამამშვიდებელი მედიკამენტების  შეძენა ე.წ. ,,მწვანე რეცეპტი”-თ.

როგორც ,,ავერსი”-ს აფთიაქში აგვისხნეს, ,,მწვანე რეცეპტი” ექიმმა უნდა გამოწეროს ფორმა 100-ის საფუძველზე. ანუ გაჭირვებული ყოფით დანევროზებულ ქართველებს ნერვების დამშვიდება ამჯერად საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ. ხელისუფლებას კი, ადრე თუ გვიან ალბათ მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე:

ყველა სიტუაციიდან სარგებელს მონოპოლისტები რომ ღებულობენ, ეს როგორ ხდება?

ხელისუფლება თითქოს ნარკომანიას ებრძოდა და საბოლოოდ, ამ საქმიდან სარგებელი ,,ავერსი”-ს მფლობელმა ნახა?

ეს შემთხვევით მოხდა თუ …

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close