საზოგადოება

როგორ მოვიქცეთ თუ მართვის მოწმობის 100 ქულა ამოიწურა?

ხვალიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება. თითოეულ სამართალდარღვევაზე მძღოლს ფულადი ჯარიმის დაკისრებასთან ერთად მართვის მოწმობის 100 ქულიდან გარკვეული რაოდენობაც ჩამოეჭრება. სამართალდარღვევებზე მინიჭებული ქულების რაოდენობა უკვე ცნობილია.

თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული 100 ქულა ამოიწურა?

მძღოლს მეორე დღესვე შეეძლება თეორიული და

პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება და 100 ქულიანი მართვის მოწმობის ხელახლა აღება. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაწყებული, ყოველი წლის 1-ელ იანვარს კი დარჩენილი ქულები განულდება და მძღოლებს ახალი 100 ქულა დაერიცხებათ.

“ახალი კანონმდებლობით მძღოლს რჩება ალტერნატივა, ჩააბაროს გამოცდა თუ დაელოდოს 1-ელ იანვარს, რომ ქულები დაერიცხოს. ამ საკითხის განხილვის დროს გავითვალისწინეთ ის კატეგორია, რომლისთვისაც მძღოლობა პროფესიული საქმიანობაა. სწორედ ამიტომ ნებადართულია, 100 ქულის ამოწურვისთანავე გამოცდის ჩაბარება და ავტომობილის მართვის უფლების ხელახლა მიღება,” – განმარტავს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

100 ქულის ამოწურვის შემდეგ გამოცდების ჩასაბარებლად გარკვეული გადასახადი არ იქნება. გამოცდების ჩაბარება სტანდარტული წესების დაცვით მოხდება.

1-ელი ივლისიდან გამკაცრდება წესები ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზეც. მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდება 1 წლით. თუმცა, 3 თვის შემდეგ მართვის მოწმობაჩამორთმეულ ადამიანს შეეძლება გამოცდის ხელახლა ჩაბარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close