პოლიტიკა

როგორ იმართლებს თავს გიგი წერეთელი რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის გამო?

გიგი წერეთელი- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი :

_ რამდენიმე დღის წინ ქ.ვენაში გაიმართა ეუთო-ს (OSCE) ყოველწლიური, მთავარი შეხვედრა- მინისტერიალი. ეს ჩემთვის პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით. ვფიქრობ, ეს წარმატებული ვიზიტი იყო ბევრი შეხვედრით,სიტყვით გამოსვლით და ჩვენი ორგანიზაციის წარმოჩენით. ვენაში ვუძღვებოდი ასამბლეის ბიუროს სხდომასაც.

მიუხედავად იმისა, რომ მე 57 ქვეყანას წარმოვადგენდი, როგორც პრეზიდენტი, ყველა შანსს ვიყენებდი ჩემი ქვეყნის პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად. ეს ის ფორმატია, სადაც ბევრ ლიდერთან ხდება კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა ეუთო-ს მთავარი საკითხებზე -უსაფრთხოება,ტერორიზმი,კონფლიქტები,მიგრაცია,დემოკრატიული არჩევნები,ადამიანის უფლებები თუ გლობალური თანამშრომლობა…

საქართველოს საკითხმა ბევრჯერ გაიჟღერა არამარტო საგარეო მინისტრის ან ჩემი,არამედ ბევრი ლიდერის გამოსვლებში. მოხარული ვარ, რომ “მეგობართა ჯგუფმაც” გაზრდილი შემადგენლობით,ტერიტორიულ მთლიანობასთან,ოკუპაციასთან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით კარგი განცხადება გააკეთა.

სხდასხვა ფორმატით ბევრი შეხვედრა მქონდა- ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, და ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან,ავსტრიის,იტალიის,გერმანიის,აშშ,კანადის,რუსეთის,ისრაელის,უკრაინის,აზერბაიჯანის,სომხეთის,ესპანეთის,მაკედონიის,ყირგიზეთის,მოლდოვის,ფინეთის,ისლანდიის დელეგაციებთან, მინისტრებთან,ელჩებთან.

გასაგები მიზეზების გამო ჩვენთან მეტი ინტერესი გამოიწვია რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრამ.მინდა რამდენიმე რამ განვმარტო,განსაკუთრებით მათთვის ვინც ვერ ხვდება კონტექსტს ან ვიწრო ინტერესით ხელმძღვანელობს:
ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეაში 57 ქვეყანაა, მათ შორის რუსეთი; პრეზიდენტის მოვალეობაა ყველა დელეგაციასთან იმუშაოს, მათთანაც ,ვინც ეუთოს პრინციპებს არღვევს და ამაზე რეაგირება ჰქონდეს;

კონკრეტულად, რუსეთის დელეგაციასთან განსახილველი საკითხები შეეხებოდა გლობალურ ანტი-ტერორისტულ თანამშრომლობას,მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებას.თუმცა, რა თქმა უნდა საუბარი შეეხო კონფლიქტებს,ოკუპაციას, ადამიანის უფლებებს და ეუთოს მთავარი პრინციპების დაცვას. ეს იყო შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს დელეგაციას შორის,არა ცალკეული ქვეყნების წარმომადგენელთა შორის.ის შედგა ვენაში, არა მოსკოვში ან თბილისში…

ამიტომ, როცა ამ სტატუსით მექნება საშუალება შევხვდე იმ ქვეყნის ლიდერებს, რომელიც უხეშად არღვევს ეუთო-ს მთავარ პრინციპებს,არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს,,ყოველთვის გამოვიყენებ ამის სათქმელად… თუ ვინმე უფრო დაინტერესდება,შეუძლია ჩვენს მიერ მიღებული რეზოლუციებიც ნახოს..
მხოლოდ ტექსტით რომ არ დაგტვირთოთ, ფოტოების ნაწილსაც გთავაზობთ…

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close