მსოფლიო

როგორ დახვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ახალ ზელანდიაში? (ვიდეო)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა კლიმატური ცვლილებები და უსაფრთხოების საკითხები იყო. სახელმწიფო მდივანს ახალ ზელანდიაში, მაორების(ახალი ზელანდიის მკვიდრი) ტრადიციული რიტუალითა და სიმღერით დახვდნენ.

ცერემონიაში, თავად რექს ტილერსონმაც მიიღო მონაწილეობა. ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის გარდა, ახალ ზელანდიაში რექს ტილერსონს საპროტესტო დახვედრაც მოუწყვეს, რაც აშშ-ის მიერ კლიმატური ცვლილებების შეთანხმების დატოვებას უკავშირდება.

 

https://www.youtube.com/watch?v=HT1j42Y6pJQ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close