საინტერესო

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ სერიალ ნიკიტას მსახიობები 20 წლის შემდეგ

გახსოვთ სერიალი ნიკიტა?

ვინც ვერ იცნო, გეტყვით, რომ ნიკიტა კანადური ტელესერიალი იყო, რომელიც რეჟისორის ლუკ ბესონის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მოტივებზე შეიქმნა. შოუ ეთერში 1997 – 2001 წლებში გადიოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

სერიალის მთავარი პერსონაჟი ნიკიტა იყო, რომელსაც იმ მკვლელობის გამო, რომელიც არ ჩაუდენია სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით, ის გონს მთავრობის ზესაიდუმლო ორგანიზაციის განყოფილებაში მოდის, რომელმაც მისი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო. ნიკიტა არჩევანის წინაშე დგას – ისწავლოს მათი წესებით ცხოვრება ან მოკვდეს.

სერიალში მთავარ როლებს პეტა უილსონი, დონ ფრენკსი, ეუხენ რობერტ გლასერი, როი დუპუი, ალბერტა უოტსონი და მეთიუ ფერგიუსონი ასრულებდნენ.

ვნახოთ როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ ისინი სერიალის გამოსვლიდან ოცი წლის შემდეგ.

პეტა უილსონი

პეტა უილსონი 46 წლის არის, ის ლოს-ანჯელესში საცხოვრებლად ჯერ კიდევ 1991 წელს გადავიდა და სამსახიობო კურსი გაიარა. 1997 წელს კი ის საქვეყნოდ ცნობილი გახდა, სერიალით ნიკიტა, სადაც 200-ზე მეტ ქალს შორის გამოარჩიეს და მთავარი როლი მისცეს. 2000 წელს პეტას ტელეარხ Showtime-ის მინისერიალში გოგონები დიდ ქალაქში იღებენ. 2001 წელს პეტას მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმო გახსნა ხვდა წილად, შემდეგ კი ის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა. (Shame on you Peta!)

ამჟამად პეტა ყველაზე მეტ დროს საკუთარ ოჯახს უთმობს, უკვე ორ წელზე მეტია რაც უარს ამბობს ფილმებსა და სერიალებში გადაღებაზე.

დონ ფრენკსი

ფრენკსი 2016 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როი დუპუი

როი შვიდ წელზე მეტია რაც ეკრანებიდან და თეატრის სცენიდან გაქრა, ის ახლა ყველაზე მეტ დროს ქველმოქმედებას უთმობს, ეხმარება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებსა და ზრუნავს გარემოს დაცვაზე.

ალბერტა უოტსონი

ალბერტა უოტსონი 2015 წელს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

on.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close