ეკონომიკა

როგორ გამოიყურება ახალი ხუთლარიანი?

საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი სექტემბრიდან მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს გაუშვებს, ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

“5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლებისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირებისთვის. განახლებული ბანკნოტი დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისგან” , – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close