საზოგადოება

,,როგორ გადაადგილდებოდა ასე თავისუფლად, ტექ-ინსპექტირებაგაუვლი მიკროავტობუსი ,,ჭკვიანი კამერებით” აღჭურვილ გზებზე?!”

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:

_ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ჩემი ინფორმაციით, ავტოკატასტროფაში მონაწილე მიკროავტობუსს ტექ-ინსპექტირება (40 დღე აქვს გადაცილებული) არ გაუვლია. არ ვამტკიცებ, რომ ტექ-ინსპექტირების გავლის შემთხვევაში 100%-ით ავიცილებდით ტრაგედიას თავიდან, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: როგორ გადაადგილდებოდა ასე თავისუფლად, მგზავრებით დატვირთული, ტექ-ინსპექტირებაგაუვლელი მიკროავტობუსი 40 დღის განმავლობაში “ჭკვიანი კამერებით” აღჭურვილ გზებზე?!

მოშლილია საგზაო უსაფრთხოების მთელი სისტემა!

შეეგახსენებთ, რომ გუშინ, შატილის გზაზე მიკრიავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა 17 ადამიანი.

Related Articles

Back to top button
Close