რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რესპუბლიკელები თბილისის მერად ელისაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ

   რესპუბლიკური პარტია” ალეკო ელისაშვილთან თბილისის მერობის კანდიდატობის თაობაზე კონსულტაციებს ადასტურებს. ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა. “ოფიციალური შეთავაზება, განცხადება არ ყოფილა, თუმცა, მასთან საუბარი მიდის. მე არ გამიკვირდება, რომ “რესპუბლიკურმა პარტიამ” ალეკო ელისაშვილს მხარი დაუჭიროს. ჩვენ არ გვყავს და არ ვაპირებთ მერობის კანდიდატის წამოყენებას. ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მერობის კანდიდატად ჩვენი პარტიიდან ვერავის ვხედავთ,” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. “რესპუბლიკურ პარტიასთან” კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმაც დაადასტურა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close