,,რამდენი ხანი ვსაუბრობთ ამაზე, ვინმე გვისმენს?
რელიგიური შინაარსის ექსტრემიზმი საქართველოში ფრთებს შლის. ტერორიზმი ჰიბრიდული ომის რელიგიური მიმართულებირადიკალური გამოვლინებაა.
ფორმულა:

მეჩეთზე ღორის თავის გაკვრა + ბათუმის მოვლენები+ საპატრიარქოს მოვლენები+ ნეველის ტაძრის ინცინდენტი+ ბომბის დატოვება მეტეხის ხიდთან= შემდეგი მოქმედება იქნება ,,ექსპლოზია”(აფეთქება) ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. 
P.S. ვპროგნოზირებ დესტაბილიზაციის სერიოზულ მცდელობას (სრულ ანალიზს ამ დღეებში გამოვაქვეყნებ თუ მანამდე ქუჩაში ბომბზე არ ავფეთქდები)” _ აცხადებს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე დავით ნემსაძე.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების საფუძველზე, დღეს მეტეხის ხიდთან პოლიცია მუშაობდა. მათ მეტეხის ხიდთან ხალხის ევაკუაცია მოახდინეს. როგორც “მარშალპრესს” თვითმხილველებმა აცნობეს, ხიდთან ირანელმა ქალმა ჩანთა დატოვა და ადგილიდან მიიმალა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები
Загрузка...