მსოფლიო

რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანის გაყიდვა დაუშვეს

ნევადის შტატში რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანის გაყიდვა დაიწყეს. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

ერთი უნცია (28.3 გრამი) მარიხუანის შეძენას მხოლოდ ის მოზარდები შეძლებენ, რომელთაც 21 წელს მიაღწიეს.

მარიხუანის მოხმარება მხოლოდ სახლშია შესაძლებელი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისი მოწევა აკრძალულია. ნევადა მეხუთე შტატია, სადაც მარიხუანის შეძენა რეკრეაციული მიზნებისთვის შესაძლებელია.

მანამდე, იგი ვაშინგტონში, ორეგონში, კოლორადოსა და ალასკაში დაუშვეს. მარიხუანა შეიძლება დაინიშნოს ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა შიდსი, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი, ავთვისებიანი სიმსივნე და გლაუკომა.

2017 წლის ივნისში მექსიკაში სამეცნიერო და სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანა ლეგალური გახდა. ამჟამად ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი საკანონმდებლო ბაზა უნდა განავითაროს, რომლის საფუძველზეც მარიხუანის გაყიდვა შესაძლებელი იქნება. კანაფის სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია, მაგრამ დასაშვებია გაყიდვა, ყიდვა და ექსპორტი ქვეყანაში, თუმცა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა ერთ პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. სამედიცინო მიზნით მარიხუანის გამოყენება რიგ ევროპულ ქვეყნებშია ლეგალიზებული (იტალია, ჩეხეთი)ასევე, ამერიკის 26 შტატში.

ipress

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close