პოლიტიკა

რა ცვლილებებს აანონსებს იუსტიციის საბჭოს ახალი მდივანი?

იუსტიციის საბჭოს ახალი მდივანი ახალ პოზიციაზე ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის საბჭოში ცვლილებებს აანონსებს. მისი თქმით სასამართლოები საქმეებით გადატვირთულია და პირველ რიგში მის განტვირთვას გეგმავს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის იუსტიციის საბჭოს მდივნად მურუსიძის ე.წ. კლანის წევრობის გამო აირჩიეს, მიქაუტაძემ მას მოსამართლეთა კონფერენციაზე მიღებული ხმების რაოდენობა (246 ხმა) დაუპირისპირა და კრიტიკას მიუღებელი უწოდა.

Imedinews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close