,,რა უნდოდა აზერბაიჯანულ ,,კამიკაძე” დრონს საქართველოს ტერიტორიაზე?! სად არის საჰაერო თავდაცვა?”
გოგა ფოლადაშვილი, ,,გაბედე”-ს წევრი:
_ კახეთში ებრაული Harop ჩამოვარდა. გუშინ კახეთში ყვარლის რაიონში და საგარეჯოს რაიონში სოფელ უდაბნოსთან რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ორი ობიექტი ჩამოვარდა.
გავრცელდა სოფელ უდაბნოსთან ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენების ფოტოებიც რაზე დაკვირვებითაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ებრაული უპილოტო-კამიკაძე თვითმფრინავი Harop უნდა იყოს, რომელიც კავკასიის რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანის შეიარაღებაშია და აქტიურად იყენებენ ყარაბაღში მიმდინარე ომში.
კამიკაძე ,,ჰარპია” მაღალი საბრძოლო ეფექტურობით გამოირჩევა, რამდენიმე საათის განმავლობაში ბრძოლის ველის თავზე ბარაჟირებს და სამიზნის გამოჩენისთანავე ოპერატორი თვითმკვლელ დრონს მისკენ მიმართავს.
რა უნდოდა აზერბაიჯანულ კამიკაძე დრონს საქართველოს ტერიტორიაზე?!
ან როგორ შეიძლება მსგავსი ფაქტი მოხდეს და საჰაერო თავდაცვა დუმდეს?!
.