განათლება

რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ იმისთვის, რომ ბარიერი წარმატებით გადალახოს?

დღეს მე-11 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები 1600-მდე სკოლაში ერთდროულად, დილის 9 საათზე გეოგრაფიით დაიწყო. აღნიშნულ გამოცდაზე 39 300 მოსწავლეა დარეგისტრირებული. ხვალ მე-11 კლასელები ბიოლოგიის გამოცდას ჩააბარებენ, 21-ში ფიზიკის, ხოლო 22-ში ქიმიის გამოცდით დაასრულებენ.

გამოცდაზე მინიმალური გამსვლელი ქულა 5.5-ია, ათვლა იწყება 5.0-დან და მოსწავლემ მინიმუმ 15 მარტივ შეკითხვას მაინც უნდა გასცეს პასუხი, რათა მან აღნიშნული ბარიერი წარმატებით გადალახოს.

ჩვენ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენმა მოსწავლემ შეძლო ბარიერის გადალახვა დღევანდელ გამოცდაში, გეოგრაფიაში და გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით ინფორმაციას.

სოსო გაზდელიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close