საზოგადოება

,,რა კარგი იქნება, კუხიანიძე რომ დავუტოვოთ ცხინვალს და სანაცვლოდ, ექიმი გაფრინდაშვილი გაათავისუფლონ”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ დილით ვიფიქრე, რა კარგი იქნება, კუხიანიძე რომ დავუტოვოთ ცხინვალს და სანაცვლოდ, ექიმი გაფრინდაშვილი გაათავისუფლონ თქო, მაგრამ მალე გადავიფიქრე.
ამას ისეთი ბედი და გამჭრიახობა აქვს, იქ მერე ცხინვალის პრეზიდენტად აირჩევენ, მერე შემოიკრებს მისნაირ ვაიქართველებს, მერე დაიჭერს ხელში რუსეთის დროშას და ოსებს ისტორიული სამშობლო დავუბრუნოთო, ომს გამოგვიცხადებს. მერე რუსები იტყვიან, ა, ბატონო ესეც ჩვენ ხო არ ვართ, თავად ქართველები ამტკიცებენ, რომ ის ტერიტორიაც ოსეთისაა და ქართველებმა დაიპყრეს, უწინო. მერე, ჩვენ ჯგუფი უნდა შევქმნათ, რომ თავზე ,,მეშოკი” ჩამოაცვან და მოპარული გადმოიყვანონ, მერე აქ სასამართლო უნდა გავმართოთ, შევწვათ თუ მოვხარშოთო და ამაზეც ერთმანეთი დავჭამოთ. მერე….
მოკლედ, ისევ ჩვენი დიდი თავის ტკივილი გახდება..
ხოდა, იყოს აქ, იყოს….უბრალოდ, ავიყვანოთ სოლოლაკში და ჩავაბაროთ მის მარჩენალს, იმან კვებოს, ჩააცვას და დაახუროს, ჩვენს ფულს რომ ხრავს. იქნებ, მას მაინც გამოადგეს_ უმღერებს, სტვენით გამოაღვიძებს დილაობით… ბოლო- ბოლო, ფულის თვლაში მაინც დაეხმარება!
რაც შეეხება ექიმს…. ვაჟა გაფრინდაშვილი რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოგვეგონა ისტორიისთვის, რომ მერე დაწეროს მემატიანემ, ასეთი მაგარი ქართველებიც ჰყავდა ქვეყანასო

Related Articles

Back to top button
Close