საზოგადოება

,,რა კავშირი ჰქონდა სმიტების ოჯახს პეტერბურგელ ბიზნესმენებთან, რომლებიც საქართველოში აზერებს აფინანსებენ”

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური აცხადებს, რომ ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები და მათი ოთხი წლის შვილი მას არ მოუკლავს.

ამის შესახებ ბრალდებულმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო“, – განაცხადა მწყემსმა.

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. ამ წუთებში კი სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

ფეისბუქმომხმარებელი, თამილა გუნაშვილი სმიტების ოჯახის შესახებ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

,,ეს ტრაგედია თავისთავად ძალიან მძიმეა , მაგრამ ვფიქრობ, ამის უკან უარესი ტრაგედია იმალება:
სახელმწიფო უშიშროების სამსახურები სასწრაფოდ ჩაერთონ და გამოიძიონ მკვლელობის რეალური მიზეზები (დიდი ალბათობით გამოიკვეთება დამკვეთები და შემსრულებლები), საქართველო სავსეა ორმაგი და სამმაგი და კიდევ ვინიცის ”რამდენმაგი” სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებლებით.
სასწრაფოდ დადგინდეს:
1) რის საფუძველზე მიენიჭა მარნეულში დასახლებულ ამრიკელებს საქართველოს მოქალაქეობა. (რომ არიგებენ გასაგებია, მაგრამ ოფიციალური საფუძველი დაწერონ).
2) ოფიციალურად ეს ოჯახი აზერბაიჯანის ინტერესებს იცავდა საქართველოში და ამას არც მალავს ოფიციალური აზერბაიჯანი.
3) რა კავშირი ჰქონდა ამ ოჯახს აზერბაიჯანის ე.წ. “ბორჩალოს ინსტიტუტთან”, რომელიც ”იკვლევს” ”დაკარგული ბორჩალოს” დედააზერბაიჯანთან დაბრუნების საკითხებს”.
4) რა კავშირი ჰქონდა ამ ოჯახს პეტერბურგელი ბიზნესმენების (აზერების) კავშირთან, რომლებიც მრავალმილიონიანი ფონდით აფინანსებენ საქართველოში მცხოვრებ აზერებს.
5) რა კავშირი ჰქონდა ამ ოჯახს მეზობელი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან (სომხეთი და რუსეთი).

რედაქციისგან:

რაც არ უნდა ყოფილიყო მკვლელობის გამომწვევი მიზეზი, ვინც არ უნდა იყოს მკვლელი, სმიტების ოჯახის ტრაგედიას გამართლება არ აქვს. სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დადგინდეს სინამდვილე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close