საზოგადოება

რა დოკუმენტები სჭირდებათ ვიზიანი პასპორტის მქონე მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის პროცესში?

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზიანი პასპორტი აქვთ, შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის იგივე დოკუმენტები სჭირდებათ, რაც უვიზოდ მოგზაურობისას.
კერძოდ, მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, მოწვევა, საკმარისი ფინანსები (ევროკავშირში დღეში დაახლოებით 50 ევრო), სამოგზაურო დაზღვევა. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე განუცხადეს.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს აქვს ვიზიანი ბიომეტრიული პასპორტი, მიუხედავად ვიზის მოქმედების პერიოდისა, შენგენის ზონის ქვეყნებში ბოლო 180 დღის განმავლობაში 90 დღის ვადით ყოფნა შეუძლია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პასპორტი არაბიომეტრიულია, თუმცა ვიზა აქვს, მაშინ შენგენის ზონაში დარჩენა მხოლოდ ვიზის მოქმედების პერიოდში არის შესაძლებელი.

IPN

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close