კულტურა
რა დაავალეს კულტურის სამინისტროში მუზეუმების ხელმძღვანელებს?

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია _”თქვენი უფლებებისათვის” ხელმძღვანელი – გიორგი თევზაძე აცხადებს:
“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს კულტურის სამინისტრო მუზეუმების ხელმძღვანელებებს აძლევენ მითითებებს, რომ შეამცირონ თანამშრომლები. ასევე, თანამშრომელს შეუმცირონ ხელფასები გარკვეული რაოდენობით. გვაცნობეს ისიც, რომ სსიპ -ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში აპირებენ ტექნიკური პერსონალის შემცირებას.
თუ ასეთი ფაქტები რეალურად განხორციელდა, გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა უნდა მოგვმართონ და ჩვენ მათ კანონიერ უფლებებს სასამართლოში დავიცავთ”.
კომენტარები