საინტერესო

რა დაავადებებისგან იცავს კატა ადამიანს?

კატებს ადამიანების დაავადებისგან დაცვა შეუძლიათ. მელბურნის უნივერსიტეტის მონაცემებით, კატებთან ფოტოების გადაღება და მათი დათვალიერება დეპრესიას, ნევროზსა და სოციოფობიას შველის. ფოტო მუშაობდა ქრონიკული გახანგრძლივებული სტრესის მდგომარეობაში მცხოვრები ადამიანების შემთხვევაშიც. პაციენტები უფრო სწრაფად გამოდიოდნენ კრიტიკული მდგომარეობიდან.

ტორონტოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კი დაამტკიცეს, რომ კატის კრუტუნი ტვინში ააქტიურებს სიამოვნების იგივე ცენტრებს, რასაც გემრიელი საკვები ან ალკოჰოლი. ფინეთსა და ნორვეგიაში ალკოჰოლიზმის სამკურნალო კლინიკებში, ტრადიციულ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, თერაპიის სახით, ხშირად ცხოველებთან ურთიერთობასაც იყენებენ.

ექსპერტებმა ასევე დაადგინეს კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასა და სახლში შინაური ცხოველის ყოლას შორის. ყველაზე პოზიტიური ეფექტი ამ თვალსაზრისით კატებს ჰქონდათ. მათ პატრონებს 18-20% იშვიათად აღენიშნებოდათ ინფარქტი და ინსულტი. კატები განსაკუთრებით სასარგებლო მამაკაცებისთვისაა. შინაური ცხოველის ყოლა ამცირებს კიბოს განვითარების რისკსაც. ექიმები ჰიპერტონიკებსა და მეტეოდამოკიდებულებს ურჩევენ ხშირად ეფერონ კატებს. ეს პროცესი აქვეითებს წნევას, ხსნის დაძაბულობასა და სისხლძარღვების სპაზმს.

PalitraNews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close