რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რა გააკეთა ქალმა მამის წლისთავზე _ მანკიერი ტრადიცია იმსხვრევა?

ქართველებს ტრადიციად გვაქვს ქელეხებისა და წლისთავების გადახდა მრავალრიცხოვანი სტუმრებითა და ხორაგიანი სუფრებით, რის შემდეგაც ოჯახებს ხშრად ვალი აწვებათ კისერზე. სუფრებიდან დარჩენილი პროდუქტების გარკვეული ნაწილი კი თითქმის ყოველთვის გამოუსადეგარი ხდება. არადა, ამ დროს  რამდენს შია, თბილი და ხორციანი კერძი ენატრება… მიუხედავად ამისა, ქართულ მავნე ტრადიციას არავინ არღვევს.

ეს ადამიანი არის ერთ-ერთი მაგარი ქართველი და ძალიან გულიანი ქალბატონი, ნატა ვაჩეიშვილი. მან პირველმა დაარღვია მანკიერი ტრადიცია _ მამის წლისთავისთვის განკუთვნილი ფულით პროდუქტები იყიდა და ქუჩაში, სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგა. ამჯერად, საჭმელი შეხვდათ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ალბათ ბევრმა უნდა მიბაძოს მას, რათა უამრავი ადამიანი გავახაროთ და მიცვალებულის სულსაც  ვცეთ პატივი.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close