რედაქტორის გვერდისაინტერესო

რა ბედი ელის პატარძალს, თუ მშობლების ოჯახიდან გასვლის დროს უკან მოიხედა?

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ყაზახეთში  ქორწილი  რამდენიმე ეტაპად ტარდება და ყველა ეტაპს თავისი სახელწოდება აქვს.  პირველად  ტარდება ნიშნობა, რომელსაც  კუდა ტუსუ ჰქვია. დათქმულ დროს პატარძლის სახლში მიდიან სასიძოს ნათესავები. ასეთი სტუმრებისთვის ყაზახები  მდიდარ  ,,დასტარხანს“ (სუფრა) შლიან.  პატარძლის ნათესავები ასევე ამზადებენ საჩუქრებს სიძის ახლობლებისთვის.  კუდა ტუსუ-ს დროს მეფე-დედოფალი სახლში არ უნდა იყვნენ.  ყაზახებისთვის  ნიშნობა დღესასწაულის ტოლფასია. კუდა ტუსუ-ზე პატარძლის ერთ-ერთი მშობელი  იუმორით და ანდაზებით იწყებს საუბარს. ამ დღეს მშობლები ასევე საუბრობენ ქორწილის შესახებ და იმაზე, ვინ როგორ დაეხმარება ახალგაზრდებს.

პატარძლის სახლიდან წაყვანას  ,,კიზ უზატუ“  ჰქვია, თავად ქორწილს კი ,,უილენუ ტოი“.  ამ დღესასწაულზე პატარძალი ირჩევს ნაციონალურ კაბას და თავსახურავს.  ,,საუკელე“- სიმბოლური თავსახურავია ყაზახ გოგონასთვის.  ამის შემდეგ მეფე-დედოფალი მიდიან მეჩეთში და ეპატიჟებიან მულლას დასტარხანზე. მულლა კითხულობს  ქორწილის ლოცვას, რომელიც აერთიანებს მეფე-დედოფალს. ამის შემდეგ ისინი ითვლებიან ცოლ-ქმრად.

სიძის მშობლები პატარძალს უკეთებენ საყურეებს ,,Сырга“, რაც ოჯახში მიღებას ნიშნავს. ტკბილეულით გამასპინძლების შემდეგ, პატარძალს შეუძლია, იმღეროს სიმღერა «Коштасу жыры». მუსიკოსები  ან თამადა კი ასრულებს  ნიშნობის  სიმღერას- «Жар-жар». პატარძალი ემშვიდობება მშობლებს და გაივლის თეთრ ხალიჩაზე- «Ак жол»,  რომლის ბოლოს ხვდებიან მეფის მშობლები. ნათქვამია, პატარძალმა მშობლების სახლიდან გასვლის დროს თუ არ მოიხედება უკან,  ის იქნება ბედნიერი.

«Кыз узату»-ს შემდეგ, ვაჟის მშობლები ამზადებენ «Уйлену Той»-ს, რომელიც მიმდინარეობს იგივე ფორმით – იშლება მდიდრული სუფრა, ხორცით და ტკბილეულით. ყველა სადღეგრძელოზე მეფეც და დედოფალი ფეხზე დგებიან და თავჩაღუნულები ისმენენ.

ქორწილის შემდეგ მიღებულია, რომ სტუმრად იარონ ერთმანეთთან, ამას ჰქვია- «Есик Ашар». პირველად ეპატიჟებიან ბიჭის მშობლებს, მერე გოგოს მშობლებს. ესეთი ასეთი სტუმრიანობა შეიძლება  ნახევარი წელიც კი გაგრძელდეს.

მარიამ კანაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close