საინტერესო

რა არის სიყვარული ბავშვების განმარტებით? პასუხები, რომლებზეც სიცილს ვერ შეიკავებთ

ამ გრძნობაზე ყველგან ლაპარაკობენ – ქუჩაშიც, სახლშიც, სამსახურშიც და ცხადია, სოციალურ ქსელებშიც.

ამას წინათ ერთ-ერთ ფორუმზე მკვლევარების მიერ ჩატარებული გამოკითხვა დაიდო, რომელიც ცხადია, კომენტარების გარეშე არ დაუტოვებიათ. მკვლევრებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, – რა არის სიყვარულიო? აი, რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა, ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ამ საქმეში ბაბუ ეხმარებოდა მაშინაც კი, როცა თავადაც დაუავადდა ხელები ართრიტით. აი, ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შემწვარ კარტოფილს

 სხვას უწილადებ და სამაგიეროდ არაფერს სთხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს გაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი:
სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი:
სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები, – შენი პერანგი მომწონსო, ის კი ამ პერანგს ყოველდღე იცვამს.

5 წლის მერიენი:
სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით
შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი:
როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოსთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

8 წლის ჯესიკა:
თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close