საზოგადოება

,,რაც ხდება, ეს არის არა ნაცების, არამედ სსრკ-ს მოტრიალება, იქაური სისტემის ყველა ატრიბუტით”

,,ნამოხვანი არის ამ მთავრობის დიაგნოზი, რომელიც ეუბნება ხალხს, რასაც მინდა გავაკეთებ და შენ არ შეგეკითხებიო"

ნამოხვანის პროექტი არ არის მხოლოდ ენერგეტიკა, როგორც უნდათ ამის წარმოჩენა ბევრს. ჰესს არც ამდენი მიწა სჭირდება და არც ასეთი სახელმწიფო ინტერესებით მანიპულირება, თუკი წმინდა ენერგეტიკაზეა საუბარი.
ნამოხვანი არის ამ მთავრობის დიაგნოზი, რომელიც ეუბნება ხალხს რასაც მინდა გავაკეთებ და შენ არ შეგეკითხები. სოციალური კონფლიქტია ხალხს და ხელისუფლებას შორის, დღევანდელი ფოტო პოლიციის წინ დაჩოქილი ქალებით სიმბოლურია ნამვილად. ეს ყველა დონეზე ხდება, დაწყებული იქედან, რომ რესტორატორი პოლიციაში მიჰყავთ ღვინის ბოთლის გასახსნელის ჯიბით ტარებისთვის და ამხელა მიწას უფასოთ ჩუქნიან კომპანიას, რომლის ფესვები ანკარიდან რუსეთამდეა გაჭიმული. აღარ მოვყვები საკუთარ პრობლემაზე, რომ არ ეგონოს ვინმეს, რომ მხოლოდ პირადული მაფიქრებინებს ასე. ეს სახელმწიფო არ ფიქრობს ადამიანზე და მომავალზე. ვისაც წინა რეჟიმთან შედარებით ცხოვრება უხარია, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მეტი თუ არ გინდათ წინსვლა. ვისაც ეს გვაღიზიანებს, გაგვატარეთ. ეს რაც ხდება არის არა ნაცების, არამედ სსრკ მოტრიალება, იქაური სისტემის ყველა ატრიბუტით. არ მოგცემთ ხალხი ამის უფლებას. უცებ იცვლება ხოლმე ყველაფერი…..
ირაკლი ჟვანია, ხელოვანი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close