პოლიტიკა

რატომ ხვდებიან პარლამენტის წევრები გიორგი მღებრიშვილს?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრა გაიმართება.

ბესელიას თქმით, მღებრიშვილისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ იქნება კონკრეტული ხედვა, თუ რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა დამატებით ამ საქმესთან დაკავშირებით.

“ეს არის ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური, სამართლებრივი, ადამიანის უფლებების კუთხით, კონსტიტუციური უფლების დაცვის კუთხით და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კუთხით. ამიტომ, ამ პროცესს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით. პარლამენტის როლი არის, რომ გარკვეული კონტროლი გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოს. ჩვენ ვაპირებთ შევხვდეთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვისაუბროთ გამოძიების შედეგებზე. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გვექნება უფრო კონრეტული ხედვა, თუ რა შეიძლება პარლამენტმა ამ პროცესში დამატებით გააკეთოს”,- განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close