საზოგადოება

,,რატომ შენდება ვერეს ხეობაში კორპუსები? რატომ ცხოვრობს იქ ხალხი?” _ მიმართვა თბილისის მერს

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი:
  _ კარგია, რომ ქალაქის მერი სტიქიის ზონაში ჩნდება და პირადად აკვირდება მიმდინარე პროცესებს. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ ქალაქის მერი ვერეს ხეობას გადახედავს (ზევიდან მაინც) და ნახავს, რომ “სიკვდილის ზონაში” მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობები. და სხვათაშორის, მისივე და მისი წინამორბედის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვების საფუძველზე.
 ახალმოსახლეებს რომ თავი დავანებოთ ცოტა ხნით, სად არის შესრულებული დაპირება(ნარმანიას სახელობის), რომ ძველმოსახლეებს გაიყვანდნენ რისკის ზონიდან?! პირადად მაქვს დათვალიერებული ვერეს სანაპირო ზოლი, ერთი ადიდება და ხალხი განწირულია სასიკვდილოდ. არც ახალი გზის რეაბილიტაცია მოხდა დაპირებისამებრ (ხიმინჯებზე აწევა გზის და ა.შ) და ის კვლავ იტბორება.
ჩემი აზრით, ქალაქის მერი არ უნდა იფარგლებოდეს მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით. მას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრია.
 სად არის უსაფრთხოების კონკრეტული ღონისძიებები?! რატომ ცხოვრობს ვერეს ხეობაში ხალხი?! რატომ არ გაიყვანეთ?! რატომ შენდება კვლავ კორპუსები ხეობაში?!
ფოტოზე: სახლი ვერეს ხეობაში (ნაფეტვრების გზაზე), 3 თვის წინ გადაღებული. სტიქიამ ეს სახლი ერთხელ უკვე გაანადგურა, თუმცა მოსახლეობა მაინც დარჩა საცხოვრებლად.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close