რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რატომ უყურებდა გრიგოლ ორბელიანი დედის დაკრძალვას მეტეხიდან?

   ალბათ, ძალიან ცოტამ თუ იცის მეტეხის ტაძრის ისტორია, თუ რა ფუნქცია ჰქონდა მას სხვადასხვა ეპოქაში. Euronews.ge-ს ჟურნალისტები დავინტრესდით ტაძრის ნაკლებად ცნობილი დეტალებით. სწორედ ამიტომ  ვეწვიეთ აღნიშნულ ტაძარს.

უამინდობის მიუხედავად, ტაძრის ეზოში უამრავ ტურისტს მოეყარა თავი. ჩვენ მათ გვერდი ავუარეთ და ფრთხილად ავუყევით გზას ტაძრისკენ. კიბეებზე უამრავ სამკურნალო ლოკოკინას შევხვდით. ტაძარში შესვლისთანავე შევხვდით გიდს, რომელმაც გვიამბო ტაძრის დაარსების ისტორია. ცნობილია, რომ მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია დემეტრე თავდადებულის დროს, XIII საუკუნეში, ძველი ტაძრის ნანგრევებზე აიგო, ხოლო ტაძრის სახელწოდება ეკლესიაში დასვენებული მეტეხის ღვთისმშობლის ხატს უკავშირდება.

 

 გადმოცემის თანახმად, სპარსელებმა ტაძრის ეზოს ციხე მიაშენეს. 1832 წლის შეთქმულების მონაწილე თავადაზნაურები, მათ შორის გრიგოლ ორბელიანი, ამ საპყრობილეში იხდიდა სასჯელს და აქედან უყურებდა ის დედამისის დაკრძალვას.

საბჭოთა ეპოქაში, ეს ციხე დაანგრიეს, ასევე იყო მცდელობა ტაძრის დანგრევის, თუმცა მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ, მიხეილ ჯავახიშვილმა და მათთან ერთად რამდენიმე საზოგადო მოღვაწემ ლავრენტი ბერიას მიმართეს თხოვნით, რომ არ დაენგრიათ ეკლესია. ეს ისტორია შეფარვით, მეტაფორულად აღწერილია თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ .

გარკვეული დროის შემდეგ, 70-იან წლებში ტაძარში გაიხსნა სახელმწიფო დრამატული თეატრი, სადაც ხშირად იმართებოდა სპექტაკლები. უკვე 90-იანი წლებიდან ტაძარმა დაიბრუნა პირვანდელი სახე და დღემდე მხოლოდ ტაძრის ფუნქციას ასრულებს.

 

 ტაძრის ერთ-ერთ უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს წმინდა შუშანიკის საფლავი. VII საუკუნის დასაწყისში სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კათოლიკოსმა კირიონმა წმინდანის ნეშტი დაბა ცურტავიდან მეტეხის ტაძარში გადმოასვენა, თუმცა გადმოსვენების კონკრეტული მიზეზი უცნობია.

 

.

 

ეკლესიიდან რომ გამოვედით უკვე მოსაღამოვებული იყო, ირგვლივ არავინ ჩანდა, მხოლოდ ადიდებული მტკვრის დუდუნი ისმოდა. ჩვენც დიდი ემოციებითა და რაც მთავარია, ინფორმირებულებმა დავტოვეთ ტაძარი.

თაკო კვარაცხელია

სოსო გაზდელიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close