საინტერესო

რატომ უნდა მივიღოთ ჩიის თესლი

„გა­სუ­ლი თვე­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა, მისი სა­სარ­გებ­ლო ნი­შან-თვი­სე­ბები იმ­სა­ხუ­რებს, რომ ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში ჩავ­სვათ“ - ლაშა უჩავა

ჩიას თეს­ლი უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ასე­ვე სწო­რად უნდა გან­ვსა­ზღვროთ დო­ზე­ბი სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში. ენ­დოკ­რი­ნო­ლოგი ლაშა უჩა­ვა ამბები.ჯი-სთან საუბრობს:

.

– ჩიას თეს­ლი ნამ­დვი­ლად სა­სარ­გებ­ლო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, რად­გან ის შე­იც­ვას მთელ რიგ ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებს: ომე­გა 3 ცხი­მო­ვან მჟა­ვებს, რა­ზეც გა­სუ­ლი თვე­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ნამ­დვი­ლად დიდი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია გულ-სის­ხლძარ­ღვთა და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მე­ბის­თვის. ჩია ასე­ვე შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უჯრე­დისს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის, მიკროფ­ლო­რის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის, ტვი­ნის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მე­ბის­თვის, რად­გან ჩი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ბოჭ­კო კვე­ბავს მიკროფ­ლო­რას.

გარ­და ამი­სა, ჩია შე­ი­ცავს მთრთი­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­მელ­საც ჩვენ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბის სა­ხე­ლით ვიც­ნობთ, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჯან­სა­ღი უჯრე­დე­ბის დაც­ვას მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მე­ბის­გან. ასე­ვე შე­ი­ცავს კალცს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც ძვლო­ვა­ნი, ასე­ვე თმა, კა­ნი­სა და ფრჩხი­ლის სტრუქ­ტუ­რის­თვის. ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ჩიას სძენს იმ სა­სარ­გებ­ლო ნი­შან-თვი­სე­ბებს, რის გა­მოც იმ­სა­ხუ­რებს, რომ ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში ჩავ­სვათ.

– რაც შე­ხე­ბა წო­ნა­ში კლე­ბას, ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ დი­ე­ტე­ბის დროს…

– რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ჩი­ა­ში არ­სე­ბულ ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებ­ზე, ასე­ვე ბოჭ­კო­ზე, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს საკ­ვე­ბის შე­წო­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, რა თქმა უნდა, მე­ტა­ბო­ლიზ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხარ­ჯზე წო­ნის კო­რექ­ცია ხდე­ბა. ასე­ვე ჩიას გა­აჩ­ნია უნა­რი შექ­მნას კუ­ჭ­სავ­სე­ო­ბის შეგ­რძნე­ბა, რად­გან კუჭ­ში ჩია ჯირ­ჯვდე­ბა, ფუვ­დე­ბა და ხდე­ბა და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბა, რის ხარ­ჯზეც ადა­მი­ა­ნი ნაკ­ლებ საკ­ვებს მი­ირ­თმევს.

– ბა­ტო­ნო ლაშა, რა სა­ხით უნდა მი­ვი­ღოთ ჩია?

– ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ იო­გურ­ტში, სმუ­ზებ­ში, მი­ვირ­თვათ ჩიას პუ­დინ­გი. მო­ვა­ყა­როთ ნე­ბის­მი­ერ სა­ლათ­სა თუ კერძს. გა­მო­ვი­ყე­ნოთ დე­სერ­ტებ­ში. ნე­ბის­მი­ე­რი მსგავ­სი ტი­პით მი­ღე­ბუ­ლი ჩია უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ.

– დღი­ურ დო­ზებს თუ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

– დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ 1-2 სუფ­რის კოვ­ზი, მე­ტის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. იმი­ტომ არა, რომ უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს, უბ­რა­ლოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლი გარ­კვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი მა­ინც გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ ასე­ვე ყო­ველ­დღი­უ­რად.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close