რელიგია

რატომ ვიკეთებთ მართლმადიდებლები საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელზე?

ბევრმა არ იცის, რატომ ვიკეთებთ მართლმადიდებლები საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელზე და არა მარცხენაზე. საქმე იმაშია, რომ ადამიანი საქმეს მარჯვენა ხელით აკეთებს და მარჯვენას ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს. მარჯვენით ვწერთ, ვიბრძვით, ვესალმებით, პირჯვარს ვიწერთ… იერარქიულად, მარჯვნივ დგომა აღემატება მარცხნივ დგომას. ეპისკოპოსს ღვთისმსახურებისას მარჯვნივ უპირატესი მღვდელი უდგას. მეფეც მარჯვნივ თანამეფე შვილს ისვამდა. ძე ღმერთიც ადამიანური ბუნებით დაჯდა მარჯვნივ მამისა და კაცობრივმა ბუნებამ ღვთაებრივის თანასწორი ძალაუფლება მიიღო.

საქორწინო ბეჭედი, რომელიც მარადისობის სიმბოლოა (რგოლს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული) და ცოლ-ქმრის მარადიული ერთად ყოფნის ნიშანია. სასურველია, ის მხოლოდ მარჯვენა ხელზე ეკეთოს დაქორწინებულს, რამეთუ უფალთან ცოლ-ქმრის მარადიულად ერთად ყოფნა ჩვენს ღვაწლზე, მართალ ცხოვრებაზეც არის დამოკიდებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close