ირაკლი მაქაცარიას შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო ფართო საზოგადოებამ. 30 წლის პროდიუსერმა, ბათუმში დაბადებულმა და თბილისში მცხოვრებმა ირაკლი მაქაცარიამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ცნობილ რუსულ შოუში – “ხოლოსტიაკში” (მარტოხელა) ეცადა ბედი და ნამდვილ სექსსიმბოლოდ იქცა.
შოუ მისი მონაწილეობით ძალიან პოპულარული გახდა და შოუს ბოლოს მან არჩევანიც გააკეთა – მისი რჩეული ალიონა ლესიკი იყო, რომელიც ცოლადაც უნდა შეერთო. წყვილი საკმაოდ ბევრ დროს ატარებდა ერთად, ირაკლის გოგონა საქართველოშიც ჰყავდა ჩამოყვანილი და თავისი სამშობლოც გააცნო. თუმცა

შარშან წლის ბოლოს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ირაკლიმ მაშინ უარი თქვა კომენტარების გაკეთებაზე და მიზეზებზეც არ უსაუბრია, ალიონამ კი ვრცელი პოსტი მიუძღვნა ამ ამბავს:

“მეგობრებო, მინდა გითხრათ ის, რაც უკვე აშკარაა. მიმაჩნია, რომ მე და ირაკლის უნდა გვეთქვა ეს თქვენთვის. თუმცა როგორც ჩანს, მხოლოდ მე მომიწევს ამაზე საუბარი. ჩვენ წყვილი აღარ ვართ! მხოლოდ ჩემ სათქმელს ვიტყვი…
ჩემი გრძნობები და ქცევები გულწრფელი იყო ამ ურთიერთობებში! ეს ყველამ იცოდა – ირაკლის ოჯახმაც, ჩემმა ახლობლებმაც და ჩვენმა მეგობრებმაც! მზად ვიყავი ბევრ რამზე წავსულიყავი ამ ადამიანისთვის – მიმეტოვებინა კარიერა, დავსახლებულიყავი საქართველოში… გამეჩინა ამ ადამიანისთვის შვილები, ამეშენებინა მასთან ერთად ოჯახი…
დაშორების გადაწყვეტილება მე მივიღე. იმიტომ არა, რომ ვინმე მყავს (იაროსლავი, ჩემი მეგობარია, რომელიც ჩემ გვერდზე იყო “ხოლოსტიაკის” კასტინგზე) და არც იმიტომ, რომ გულში არ დარჩა ირაკლის ადგილი. უბრალოდ დავიღილე, სულ მე გამოვიჩინო ინიციატივა ჩვენს ურთიერთობებში. მინდა ვუყვარდე და მიგებდნენ…”

შემდეგ კი მალევე ირაკლი საქართველოში დაბრუნდა, ახლა ის პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს და საკმაოდ წარმატებულადაც.

კომენტარები