რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რატომ დაარქვეს ვახტანგ რჩეულიშვილს ტუი?

,,ტუი იცით რატომ დაარქვეს? რაღაც ძველი ამერიკული ფილმის ინდიელი გმირი იყო, რომელიც სულ საოცარ ილეთებს ასრულებდა, კლდეებზე ხტოდა, თავგადასავლებში ეხვეოდა.
ვახო 23-ე სკოლის ეზოში ცხოვრობდა, მის სახლს სასწავლებელთან ერთი მაღალი ღობე ყოფდა,ჰოდა არასდროს სკოლაში კარიდან არ შესულა, სულ მესერზე გადახტომით, პირდაპირ ფანჯრიდან ძვრებოდა კლასში. მერეც არასდროს აურჩევია იოლი გზა. მის ,,არანორმალურ საქციელებზე” კიდევ ბევრი რამე ახსენდებათ. არასდროს ყოფილა ,,ყველასავით ნორმალური”, ორდინალური, ჰოდა ტუი შეარქვეს.
ძალიან უშიშარი და ერთგული იყო. არასდროს ყოფილა მთავრობაში, სულ ოპოზიციაში იყო, მისი ბუნებიდან გამომდინარე ეს ლოგიკურიც იყო. თავის დროზე შევარდნაძემაც ვახოსთან ყოფნას მოქალაქეთა კავშირი არჩია.თუმცა გავიდა დრო და ალმოკიდებული მანქანიდანაც მან გადმოიყვანა და ვარდების რევოლუციის დროსაც, ორი კაცი რომ დარჩა პრეზიდენტთან, ერთი ვახო იყო”, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჟურნალისტი ნინო დარასელი, ვახტანგ რჩეულიშვილის ოჯახის წევრი.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close