ახალი კვლევის მიხედვით, გულმავიწყობა შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ტვინის უსაფრთხოების მექანიზმით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ზედმეტი ინფორმაციისგან არ გადავიტვირთოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ტვინის მოქმედების ჯანსაღი ნაწილია. 

თუკი ყოველთვის გავიწყდებათ სად დადეთ სახლის გასაღები — დისკომფორტია, მაგრამ შესაძლოა ეს ტვინს პირიქით, ეხმარებოდეს. ამ ყველაფრის შედეგად, შეიძლება კიდევ უფრო ბევრი ვისწავლოთ ტვინის ფუნქციონირების შესახებ, რაც მეცნიერებს ჯერ ბოლომდე არ აქვთ ამოხსნილი.

ტორონტოს უნივერსიტეტის ორი მკვლევრის მტკიცებით, მეხსიერება არ არის განკუთვნილი ყველაზე ზუსტი ინფორმაციის გადასაცემად, მისი მთავარი მიზანი უფრო  საჭირო ინფორმაციის შენახვაა, რომელიც სამომავლოდ ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.

„მნიშვნელოვანია, რომ ტვინი ივიწყებს შეუსაბამო დეტალებს და ამის სანაცვლოდ, ფოკუსირდება ისეთ საგნებზე, რომლებიც რეალურ სამყაროში გადაწყვეტილებათა მიღებაში გვეხმარება“, — განმარტავს მკვლევარი ბლეიკ რიჩარდსი.

რიჩარდსმა და მისმა კოლეგა პოლ ფრანკლანდმა მიმოიხილეს ადრე გამოქვეყნებული დოკუმენტები მეხსიერებასთან დაკავშირებული განსხვავებული მიდგომების შესახებ. ზოგიერთი მათგანი ეხებოდა მახსოვრობის ნეირობიოლოგიას, ზოგიერთი გამძლეობას, ზოგიერთი კი გულმავიწყობის ნეირობიოლოგიას.

„ბოლო პერიოდის კვლევებში ვიპოვეთ მრავალი მტკიცებულება, რომ არსებობს მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობს მეხსიერების დაკარგვას, რაც განსხვავდება ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელი მექანიზმებისგან“, — ამბობს ფრანკლანდი.

მკვლევრებმა იპოვეს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, მიმდინარეობს ნეირონებს შორის არსებული სინაპტიკური შეერთებების მიზანმიმართული შემცირება, რაც ტვინს მეხსიერების დაშიფვრაში ეხმარება; ასევე აღმოაჩინეს იმის ნიშნები, რომ ახალი ნეირონები ზედმეტად ტვირთავს არსებულ მეხსიერებას, რაც მათ უფრო ძნელად მისაწვდომს ხდის.

რატომ ხარჯავს ტვინი დროს, რათა რაიმეს დავიწყება სცადოს? რიჩარდსისა და ფრენკლანდის აზრით, არსებობს ამის ორი მიზეზი.

პირველი — დავიწყება გვეხმარება მოვერგოთ ახალ სიტუაციას იმ მეხსიერების მოშორების გზით, რომელიც არ გვჭირდება — ანუ, თუკი თქვენი საყვარელი ყავის მაღაზია ქალაქის მეორე ნაწილში გადავიდა, მისი ძველი მისამართის დავიწყება გეხმარებათ, რათა ახალი დაიმახსოვროთ.

მეორე — დავიწყება საშუალებას გვაძლევს განვაზოგადოთ წარსული მოვლენები, რაც გვეხმარება ახალი გადაწყვეტილებების მიღებაში — კონცეფცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტში რეგულარიზაციის სახელითაა ცნობილი. თუკი თქვენ უფრო მეტად გახსოვთ ყავის მაღაზიაში წინა ვიზიტების ძირითადი მიზნები, ვიდრე ყოველი წვრილმანი დეტალი, თქვენს ტვინს უფრო ნაკლები სამუშაო რჩება, რათა განსაზღვროს, თუ როგორ მოიქცეს მაღაზიაში შემდეგი ვიზიტისას.

„თუკი ცდილობთ, რომ მსოფლიოში იმოგზაუროთ და ნავიგაციის დროს თქვენი ტვინი მუდმივად გახსენებთ მრავალ ერთმანეთში აღრეულ მოგონებას, შედეგად გირთულდებათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება“, — ამბობს რიჩარდსი.

მკვლევრები ასევე ფიქრობენ, რომ  იმ ინფორმაციის ოდენობა, რომლის დავიწყებაც შეგვიძლია, შესაძლოა დამოკიდებული იყოს გარემოზე — ცვლილების სწრაფი ტემპი დავიწყების სწრაფ ტემპსაც მოითხოვს.

დოკუმენტში მოხსენიებულ ერთ-ერთ ექსპერიმენტში ჩართული იყვნენ თაგვები, რომლებსაც ლაბირინთი უნდა მოეძებნათ. როდესაც ლაბირინთის ადგილმდებარეობა შეიცვალა, თაგვებმა, რომლებიც წამლებით დაამუშავეს, რათა ძველი ადგილმდებარეობა დავიწყებოდათ — ახალი ლაბირინთი ბევრად სწრაფად იპოვეს.

ეჭვგარეშეა, რომ იმ ინფორმაციის დავიწყება, რომელიც გვჭირდება, ხშირად ზედმეტად ხელისშემშლელია და შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემათა ნიშანი იყოს. თუმცა, როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს — სინამდვილეში, გულმავიწყობის გარკვეული დონე ტვინში ჩაშენებული მექანიზმია, რომლის მიზანია გაგვხადოს უფრო ჭკვიანები.

„ყოველთვის იდეალებად ვაქცევთ ადამიანებს, რომლებსაც ინტელექტუალური თამაშების მოგება შეუძლიათ, თუმცა მეხსიერების ზღვარს არ შეუძლია დაიმახსოვროს ვინ მოიგო მაგალითად, სტენლის თასი 1972 წელს“, — აღნიშნავს რიჩარდსი.

„მეხსიერების ზღვარი თქვენ გონიერ ადამიანად გაქცევთ, რომელსაც შეეძლება გადაწყვეტილების მიღება მოცემულ გარემოებაში; მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ამ ყველაფერში დაგეხმარებათ, არის უნარი, რომ შეგეძლოთ გარკვეული ინფორმაციის დავიწყება“.

1tv.ge

კომენტარები