საზოგადოება

,,რას ელოდებით? წადით ამ ქვეყნიდან ან გამოდით გარეთ, მართლა ამ ცხოვრების დედაც!”

გენეალოგი ქეთევან პაპუნაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში, ცნობილია სახელით, “კეთილი ჯადოქარი”, წერს:

“გოგოებო, ქალებო, ბიჭებო, კაცებო არ გააჩინოთ ამ ქვეყანაში შვილები. არ გაზარდოთ ამ ქვეყანაში შვილები და გაიქეცით აქედან რაც შეიძლება შორს, გაიქეცით უკანმოუხედავად, თუ გყავთ უკვე შვილები, მოკიდეთ ხელი და წადით. ეს არის მკვლელი ქვეყანა, ესაა ჯოჯოხეთი, აქ არ უყვართ ადამიანები, აქ გვამების პატივისცემა ვიცით მარტო. აქ უმაღლესი ღირებულება არაა ადამიანი, აქ რომელიღაც ღმერთია მნიშვნელოვანი, რომელიღაც ტრადიცია, რომელიღაც მთავრობა, რომელიღაც აყროლებული მილიონერი.
ეს არაა ჩვენი ქვეყანა, უნდა წავიდეთ აქედან, რომ გადავრჩეთ. ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ უნდა გადავრჩეთ როგორმე.
ვიღაცა იტყვის, რომ ყველგან ხდება და კი, სამწუხაროდ ხდება, მაგრამ ამაზე ვიღაც აგებს ხოლმე პასუხს. ჩვენთან თვალების დათხრის მერე აწინაურებენ. ჩვენთან შინაგან საქმეთა მინისტრს აზრად არ მოუვა გადადგომა (მინდა რომ შევცდე).

მეტი რაღა უნდა მოხდეს? კიდევ რა უნდა მოხდეს? რას ელოდებით? წადით ამ ქვეყნიდან ან გამოდით გარეთ, მართლა ამ ცხოვრების დედაც!”

წყარო: http://alia.ge

 

Related Articles

Back to top button
Close