მსოფლიო

რას ამბობს უკრაინის გენპროკურორის მოადგილე სააკაშვილის ექსტრადირებაზე?

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, მისი ექსტრადირება შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა.

ენინის თქმით, მან არ იცის, განიხილავენ თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს.

„როგორც იცით, დღეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, მისი ექსტრადირება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ სრული კონტაქტი გვაქვს ჩვენს ქართველ კოლეგებთან, გვაკავშირებს კარგი და ინტენსიური თანამშრომლობა. ჩვენ მივდივართ წინ და დრო გვიჩვენებს. სამ კვირაში პრეზიდენტი პოროშენკო საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. დღის წესრიგი საკმაოდ კარგია და იმედი გვაქვს, ის გააძლიერებს თანამშრომლობას არა მხოლოდ ძალოვან უწყებებს შორის, არამედ სოციალური და ეკონომიკურ სფეროში. არ ვიცი, განიხილავენ თუ არა ექსტრადირების საკითხს, რადგან პრეზიდენტის ვიზიტის დღის წესრიგი ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ მზად ვართ, ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ“, – განაცხადა ევგენი ენინმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close