პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დღეს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, რომელის შემდეგაცდასაცინი გახდება მთელინაციონალური მოძრაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
ირაკლი სეისაშვილის თქმით, მას ჰყავს ძალიან წესიერი შვილი, რომელიც გამორჩეულია თავისი სწავლით, მისწრაფებებით. „გამორჩეული შვილია და მე მეამაყება. მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვიც კი ჩემთვის სასაცილოა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დღეს  პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს. გარდა ამისა, ის გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრებს.
არ მინდა წინასწარ ვთქვა, მაგრამ უბრალოდ დასაცინი გახდება მთელინაციონალური მოძრაობა“. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სიმართლე არ აინტერესებს. მათთვის მთავარია, რომ მათი ბოღმა და ღვარძლი როგორღაც გადმოანთხიონ. როცა მე ვერაფერს მიბედავენ, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს შეეხონ და დღეს უბრალოდ დასაცინი გახდებიან თავიდან ბოლომდე იმდენად, რამდენადაც ამ კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრებ, თუ რეალურად რასთან გვქონია საქმე. მეც არ ვიცოდი, არც ჩემმა შვილმა იცოდა. ჩემი შვილი ცხოვრებაში პოლიციაში არ მოხვედრილა, იმდენად წესიერ ცხოვრებას ეწევა. ხვალ ვიტყვი რეალურად რასთან გვქონდა საქმე. „ნაციონალური მოძრაობაარის ბინძური ორგანიზაცია, რომლის პოლიტიკა აგებულია სიცრუეზე, ტყუილზე, მათთვის არ არსებობს ოჯახი, ადამიანური მიდგომები. ამ ყველაფერზე ხვალ ვისაუბრებ და ყველანი დარწმუნდებით, რომ ეს იყო უბრალოდ ჩემს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გეგმავს, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი რეპუტაცია შელახულია.

კომენტარები
Загрузка...