საზოგადოება

რამდენ ხანს იქნება გორის გვირაბში მოძრაობა შეზღუდული?

სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ, გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი შეზღუდვა დაწესდება.
მიმდინარე წლის 25 მაისის დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში (აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება), სარემონტო სამუშაოების გამო.
„ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად“, – განაცხადეს დეპარტამენტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close