რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რამდენ ოჯახს ემუქრება ბინიდან გამოსახლება?

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, თენგიზ ომანიძის  განცხადებით, საქართველოში ათასობით ოჯახია რომელსაც ბანკის ან მევახშეების ვალი აქვს და სახლებიდან ასახლებენ.

„საქართველოს მოსახლობის დიდ ნაწილს ბანკში ან მევახშესთან სახლი აქვს იპოთეკით დატვირთული და ვალის გადაუხდელობის გამო  ასახლებენ. ეს არის კანონიერი პროცესი, თუმცა მიუღებელი იმიტომ, რომ თვითონ კონსტიტუციაა შესაცვლელი. საქართველოს რაიონებში ასევე თბილისში ხშირადაა მოსახლეობის გამოსახლება. ჩვენ ადამიანები მოგვმართავენ, რთა დახმარება გავუწიოთ. მივდივართ ადგილზე და რაც შეგვიძლია ყველანაირად ვეხმარებით, ვაჩერებთ  გამოსახლების პროცესს 3 თვით. გამოსახლების ადგილზე მოდის აღსრულების პოლიცია და ის ახდენს გამოსახლებას. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ.“

მისივე თმით,  „თავისუფალ საქართველოს“ ოთხი  ძირითადი მოთხოვნა აქვს „ქართულ ოცნებასთან“.

„ჩვენ გვაქვს ოთხი  ძირითადი მოთხოვნა. პირველი, ეს არის გამოცხადდეს მორატორიუმი გამოსახლებაზე, საკანონმდებლო ბაზის დახვეწამდე. მეორე – სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური  პროცენტის ოდენობა, არ უნდა აღემატებოდეს  ძირითადი თანხის  ოდენობის 1%-ს ყოველთვიურად. მესამე – იპოთეკით არ შეიძლება დაიტვირთოს უკანასკნელი საცხოვრებელი  ფართი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 50. 000 აშშ დოლარზე ნაკლებს და მეოთხე,  გაუქმდეს ნულოვანი ხელშეკრულებები“- განაცხადა თენგიზ ომანიძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close