საზოგადოება

ჟურნალისტი მაგდა პოპიაშვილი ღარიბაშვილს წარსულს ახსენებს

,,კი იყავი მაშინ უკვე 19 წლის, მაგრამ მაშინ ამ ქვეყნის ამბები ფეხებზე გეკიდა. უბედურება ისაა, რომ ახლა ამ ქვეყნის ბედი გაბარია და მაინც ფეხებზე გკიდია"

,,Irakli Garibashvili კარგად მახსოვს 2001-ში შავარშიაშემოვლებული მთავრობის სასახლე. გაბრაზებული ხალხი მდუმარედ მიდიოდა და ახვევდა. იცი, რამდენი მეტრი იყო ის არშია? 2.4 კილომეტრი! იცი, საიდან ვიცი? მე, ჩემმა ქმარმა და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ვიყიდეთ. 2.4 კილომეტრი შავი არშია შემოახვია იმ საღამოს კანცელარიას უამრავმა გაბრაზებულმა ადამიანმა! მერე იმ ხელისუფლებას რა დაემართა, გაგებული გექნება. კი იყავი მაშინ უკვე 19 წლის, მაგრამ მაშინ ამ ქვეყნის ამბები ფეხებზე გეკიდა. უბედურება ისაა, რომ ახლა ამ ქვეყნის ბედი გაბარია და მაინც ფეხებზე გკიდია. არავისთვის, არც ერთი ხელისუფლებისთვის არ გვიპატიებია! არც შენ გაპატიებთ!” _ წერს ჟურნალისტი მაგდა პოპიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close