საზოგადოება

პუშკინის ქუჩაზე სამგზავრო ავტობუსი რკინის კონსტრუქციას შეეჯახა

პუშკინის ქუჩაზე, №33 სამგზავრო ავტობუსი რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტობუსი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ ესტაკადაზე კონსტრუქციის სივიწროვისა და რთული მოსახვევის გამო მანევრირება რთულია, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში.

ესტაკადა ლითონის კონსტრუქციით არის ნაგები. პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გასული წლის აგვისტოში აღდგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close