მსოფლიო

პუტინი ამერიკას მტრად არ მიიჩნევს

რუსეთი აშშ-ის თავის მტრად არ მიიჩნევს. აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ ეთერში რუსოფობიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

“ჩვენ ამერიკას მტრად არ მივიჩნევთ. ჩვენ 2-ჯერ მოკავშირეებიც ვიყავით. ვფიქრობ, რუსოფობია აშშ-ის შიდაპოლიტიკური ბრძოლების შედეგია. მასმედიის აჟიოტაჟი საერთო განწყობაზე მოქმედებს, თუმცა, ვიმედოვნებ, ამერიკასთან ურთიერთობები დალაგდება”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და ამერიკას შეუძლიათ ითანამშრომლონ მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის კონტროლის სფეროში.
პუტინი პირდაპირ ეთერში მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close