პოლიტიკა

“პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება”

ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ მიხეილ შვიდკოისთან არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაარღვია თუ არა შვიდკოიმ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ „ეს შესაბამისი ორგანოების დასადგენია“.

„არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება. როგორც მოვისმინე, ეს ადამიანი არის პირადი ვიზიტით ჩამოსული საქართველოში. არის თუ არა რაიმე დარღვევა რეჟიმის, ეს შესაბამისი ორგანოების დასადგენია. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და შესაბამისად, ყველა უწყება მოქმედებს კანონის შესაბამისად, და ამ შემთხვევაშიც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close