რედაქტორის გვერდისაზოგადოება

პუტინის მეგობარი „ღამის მგლები“ 9 მაისს საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის “ღამის მგლების” წევრები შესაძლოა საქართველოში ისევ ჩამოვიდნენ. მათ მოპატიჟებას და მათთან ერთად 9 მაისს პერფორმანსის მოწყობას “რუსეთ საქართველოს ახალგაზრდული კავშირი” გეგმავს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი ყიფიანის თქმით, რუს ბაიკერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტექნიკურ დეტალებზე მიდის შეთანხმება. ყიფიანი საქართველოს სამთავრობო სტუქტურებისგან რუსი ბაიკერებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ირაკლი ყიფიანის თქმით, რუსეთიდან 35-მდე პირის ჩამოყვანა იგეგმება. მათ შორის შესაძლოა იყოს რუსი ბაიკერი ალექსანდრ ზალდასტანოვი – მეტსახელად “ქირურგი”.

„9 მაისისთვის გვაქვს გეგმები თბილისში პერფომანსია დაგეგმილი. 13 მაისს კი 11 კაცი მივფრინავთ მოსკოვში, სადაც მიწვეული არიან იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში. ლანძღვა-გინების რიტორიკა დასრულდა, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენს დაკომპლექსებულ პოლიტიკოსებს საუბრის ეშინიათ, რუსეთში ვერ ჩადიან რადგან არც ლავროვის გამოცდილება აქვთ და არც განათლება და არც დონე უწყობს ხელს ბევრს, იმიტომ რომ ლავროვი შემდგარი პოლიტიკოსია და ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები , რომლებიც იმან თქვა, ამან თქვას დონეზე განიხილავენ გლობალურ პოლიტიკას. არ გვინდა ჩვენმა ე..წ სპეცსამსახურებმა ლარსზე ამ ბიჭებს პრობლემა შეუქმნას, წერილები მაქვს გაგზავნილი ჩვენს სამინისტროებში და პასუხებს ველოდები, ვითხოვ კონკრეტულ გარანტიებს, რომ რაღაც 1 % საზოგადოების, მიშა სააკაშვილის ნარჩენები რაღაც პრობლემას არ შექმნიან, თორემ იქიდან დიდი მზაობაა.“- აცხადებს ირაკლი ყიფიანი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close