საზოგადოება
,,პროტესტის უმწვავესი კერები უნდა შევქმნათ მთელ საქართველოში”
დავით ნებიერიძე, ნაცმოძრაობის აქტივისტი:
_ ხვალ დილიდან უპრეცენდენტო “თავისუფლების მარშს” ვიწყებთ თბილისიდან და დიდი ავტოკოლინით შემოვივლით ჯერ აღმოსავლეთ საქართველოს ყველა დიდ ქალაქს, ხოლო 15 იანვრის შემდეგ მთელ დასავლეთ საქართველოს და ყველა დიდ ქალაქში გავმართავთ უმწვავეს საპროტესტო აქციებს.
უნდა გამოვაფხიზლოთ მთელი საქართველო და პროტესტის უმწვავესი კერები შევქმნათ მთელ საქართველოში. სულ ტყუილად აქვს ივანიშვილს იმისი იმედი, რომ გატეხა ქართული სული და მოკლა ერში თავისუფლების წყურვილი. ღირსება და თავისუფლება ქართველებს გენეტიკურ დონეზე გვაქვს ათასწლოვანი ბრძოლებით გამომუშავებული. ღრინციანმა ივანიშვილმა კი არა მსოფლიოს უდიდესმა დამპყრობლებმა და ტირანებმა ვერ დაგვაჩოქეს და ვერ დაგვიმორჩილეს ქართველები.
“თავისუფლების მარშს” ვუძღვნით ყველა ჩვენს პოლიტ პატიმარს და პოლიტიკური მიზნებით დევნილ მოქალაქეს. ამ უპრეცენდენტო მასშტაბის აქციით ფეხზე დავაყენებთ საქართველოს ყველა გულანთებულ პატრიოტს და განვუმტკიცებთ ცვლილებებისა და გამარჯვების რწმენას.
იმარჯვებს ის ვინც იბრძვის და იბრძვის ბოლომდე, უკომპრემისოდ!