საზოგადოება

პროექტი ,,განვითარებული პარტიები დედაქალაქის თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ აქტიურ ფაზაშია

ცესკოს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა დაიწყო პროექტი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის. პროექტი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დედაქალაქის ხუთ რაიონში ( მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო, ჩუღურეთი, კრწანისი) პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა -დემოკრატიული საქართველოსთვის“ ანხორციელებს.  სულ ტრენინგებს 19 კვალიფიციური და 8 არაკვალიფიციური ანუ 27 პოლიტიკური პარტიის 167 წარმომადგენელი გაივლის 7 კვირის განმავლობაში. ტრენინგები ტარდება პანტიანის დასასვენებელ კომპლექსში.

.

.

პროექტი ,,განვითარებული პარტიები დედაქალაქის თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ აქტიურ ფაზაშია შესული. პოლიტიკური პარტიების საკმაოდ აქტიურობენ რაც მათთვის სასარგებლოა, რადგან წარმომადგენლების დონე საკმაოდ მაღლდება ეს კი ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. თითოეული ჯგუფისთვის სწავლება 5 დღე გრძელდება, იმისთვის რომ ტრენინგები მოსაწყენი არ გახდეს და მასალაც ადვილად აითვისონ დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ე.წ ენერჯაიზერი ასევე ტარდება ტესტირებები, რითაც ფასდება მიღებული ცოდნის დონე. ტრენინგების დასასრულს მათ გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

.

 

პროექტის წარმატებით განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ პროექტის ხელმძღვანელი გია გარსევანიშვილი, ტრენერები აკაკი ხუსკივაძე და ჭაბუკ ჭაბუკიანი. დიდი მადლობა მათ ასეთი კვალიფიციური ტრენინგებისთვის და საინტერესო თემატიკისთვის. მადლობა ცესკოს და სწავლების ცენტრს, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ პოლიტიკური პარტიების დონის ასამაღლებლად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close