საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ბერნარ კაზნევის სახლი ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, ძარცვა, სავარაუდოდ, 24 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მეორე დღეს მოხდა, თუმცა ეს ინფორმაცია სააგენტოს ჟურნალისტებს ბერნარ კაზნევის თანაშემწეებმა მხოლოდ დღეს დაუდასტურეს. პრემიერ-მინისტრის თანაშემწეების განცხადებით, ბერნარ კაზნევის ბინაში რაიმე სახის სამსახურებრივი დოკუმენტაცია არ ინახებოდა და მძარცველებმა მხოლოდ პირადი მოხმარების ნივთების წაღება მოახერხეს. „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ბინის ქურდებმა, დიდი ალბათობით, არ იცოდნენ, თუ ვის სახლს ძარცვავდნენ, რადგან ფრანგული კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების სახლების წინ დაცვა ან პოლიციის პოსტები არ დგას.

კომენტარები