პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების შესახებ შეკითხვებს არ პასუხობენ. ისინი დღეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ, თუმცა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.

“შსს-მ გაავრცელა განცხადება და წაიკითხეთ ძალიან გთხოვთ,” – განაცხადა მღებრიშვილმა და ჟურნალისტების თხოვნის მიუხედავად, სამინისტროს შენობაში დაცვის დახმარებით შევიდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით  შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის  143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს  მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგდააკავეს  რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია.

“ნეთგაზეთი”

კომენტარები
Загрузка...