პოლიტიკა

,,პრემიერის გადაწყვეტილება იყო სწორი, როცა თქვა, რომ საჯარო მოსამსახურეებს ხელფასები უნდა გაეზარდოთ”

,,საჯარო მოსამსახურეები ბევრ საქმეს აკეთებენ..."

ხელფასები ნამდვილად გასაზრდელია, მათ შორის მერების. აქ მხოლოდ რეგიონებზეა საუბარი, ვინაიდან ძალიან დიდია სხვაობა დედაქალაქსა და რეგიონებს შორის, რაც არასწორია, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომლის თანახმად საჯარო მოსამსახურეების და მერების ხელფასები 2022 წლის იანვრიდან გაიზრდება.

მისი თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სამსახურის მიმართ ხელფასების მატებაზე განცხადება ხვალ გაკეთდება.

,,ხელფასების მატებასთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ არის მიღებული. დედაქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებაზე განცხადებას ხვალ გავაკეთებ. ხელფასები ნამდვილად გასაზრდელია, მათ შორის მერების. აქ მხოლოდ რეგიონებზეა საუბარი, ვინაიდან ძალიან დიდია სხვაობაა დედაქალაქსა და რეგიონებს შორის, რაც არასწორია. საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებენ, რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია ხელფასების მატება და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წყარო: იმედი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close