პოლიტიკა

პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი უთხრა. ამის შესახებ მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა, არ მიიღოს დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს დაუბრუნდეს და ამ რეჟიმში შეიმუშავოს უკეთესი პროექტი.

“გუშინ საზოგადოებამ მოისმინა საკონსტიტუციო რეფორმისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო. ეს არის უარის თქმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე. ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის იმ შემოთავაზებულ პროექტს კონსტიტუციის რეფორმის, რომელიც განხილული იქნა ქართული საზოგადოების მიერ და რომელიც განიხილა ვენეცის კომისიამ. ამ ვითარებაში ის, რაც დარჩა სახელიდან ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციისა და მოლოდინისა, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრით, მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close