პოლიტიკა

“პრეზიდენტი სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხს არ განიხილავს”

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის დაყენებას თავად არ აპირებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ამ ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები.

ეს თემა წინასწარ დღის წესრიგში არ არის. საქართველოს პრეზიდენტი ამ თემის წამოწევას თავად არ აპირებს”,- განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close